დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ქალი ადგილზე დაიღუპა, ბავშვი კი დაშავდა

2025-12-18 12:44:57

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, მანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ბავშვი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.