ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, გარდაიცვალა

2025-12-16 15:03:19

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 
276 მუხლით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.