ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

2025-12-15 18:00:16

ზუგდიდში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახალკახათთან, ანაკლია-ზუგდიდის მაგისტრალზე მოხდა. 
ადგილობრივების ინფორმაციით, სამივე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.