300-მდე აბონენტს შეეზღუდება ელ.ენერგიის მიწოდება

2025-12-15 13:25:06

რუსთავში 300-მდე აბონენტს დენი გაეთიშება.

ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

მათი ცნობით, 17 დეკემბერს 10:30 -დან 18:30 -მდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს შემდეგ ქუჩებზე: კოსტავას, მშენებელთა, ფიროსმანის, ნიკოლაძის, დუმბაძის.