როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღებში

2025-12-15 13:09:43

16-18 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 
 16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18  დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 
 ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 
 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 16 დეკემბერს  წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 
 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 16 დეკემბერს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 
 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 16 დეკემბერს  თოვლია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება. 
 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 
 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. 
 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით                                     0, +2 გრადუსი დაფიქსირდება. 
 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.