2025-12-13 17:27:00
რუსთავში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 9 ძმა ხერხეულიძისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ჰონდას" მარკისა და "რენჯ როვერის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ეკიპაჟის ექიმებმა ადგილზე გაუწიეს.