2025-12-12 16:27:12
აჭარის სპოლიციამ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე, ა.ტ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ბაღვაში მომხდარი ჩხუბის დროს ორი ნაცნობი - ორივე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - დაჭრა. დაზარალებულებს ბასრი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
ორივე დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.