ქუთაისში საწარმო იწვის

2025-12-09 16:41:57

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საწარმოს შენობა იწვის 

ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდირება.

"ინფო რუსთავი" დეტალების გარკვევას ცდილობს.