როდის გაიხსნება რუსთავში Cavea-ს კინოთეატრი

2025-12-09 13:42:10

რუსთავში კინოთეატრი "კავეა" 2026 წლის გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ახალი სავაჭრო ცენტრ "რუსთაველში" განუცხადეს.

"რუსთაველეში" ამბობენ, რომ შენობა შავ კარკასულ მდგომარეობაშია, ხოლო შიდა სარემონტო სამუშაოები 2026 წლის იანვრიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრში საპრემიერო და 2 მცირე დარბაზი იქნება წარმოდგენილი. დიდი დარბაზი 150, მცირეები კი 70-70 ადამიანზე იქნება გათვლილი.