2025-12-08 17:21:24
"გეგმიური აცრების ჩატარება აუცილებელია" - აცხადებს "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში, N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პედიატრი რუსუდან ადამია.
იგი საუბრობს იმ გართულებებზე, რაც შესაძლოა გეგმიურ აცრებზე უარის თქმამ გამოიწვიოს.
"რატომღაც მშობელთა ნაწილი, თავს იკავებს გეგმიური აცრების ჩატარებისგან, ამან შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიაოს, მაგალითად, შეიძლება ბავშვი დაავადდეს დიფტერიით, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებს, ჩნდება ნადები პირის ღრუში და შესაძლოა ფატალურადაც კი დამთავრდეს ესა თუ ის შეემთხვევა, ამიტომ გეგმიური აცრების ჩატარება აუცილებელია"- აცხადებს რუსუდან ადამია.
პედიატრი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაზე და ამ შემთხვევაშიც აცრის აუცილებლობაზე საუბრობს.
" სანამ ქალი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს აუცილებელია წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაციის ჩატარება, რადგან თუ ორსულობის პერიოდში შეეყრება ქალს წითელა - წითურა, არსებობს რისკი, ბავშვი დაიბადოს გულის მანკით, სიყრუით, სიბრმავით, ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა, გეგმიურ აცრებს ზედმიწევნით გაჰყვეს ყველა"
1 ინვრიდან, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას, დაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რითაც კიდევ ერთხელ იქნება შეხსენებული, ვაქციანციის ძალა, სხვა და სხვა მძიმე დაავადებებთან ბრძოლაში.