2025-12-08 10:49:11
საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა ფოტში მოხდა.
ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია