რუსთავში საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო

2025-12-04 17:23:35

რუსთავში საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო.

რუსთავის მთავარი ნაძვის ხეს ააიპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები კოსტავას გამზირზე, თავისუფლების მოედანზე აწყობენ.

პარალელურად მიმდინარეობს კოსტავას ქუჩაზე საახალწლო დეკორაციების მონტაჟიც.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის აინთება საახალწლო ნაძვის ხე და ჩაირთვება დეკორაციები.