2025-12-04 13:55:58
რუსთავი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთზე ქვეითს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.