სეს-მა რუსთავში კრიტიკული შეუსაბამობის გამო ხორცის მაღაზია დახურა

2025-12-03 16:36:15

ოქტომბრის თვეში რუსთავში განხორციელებული ინსპექციის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სამსახურმა ერთ-ერთ ხორცის პროდუქტების მაღაზიაში კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

სეს-ის თანამშრომლებმა ობიექტი 1000 ლარით დააჯარიმა და დახურა. სააგენტო თავს იკავებს ობიექტის დასახელებისგან.

როგორც მირანგულა ლიპარტელიანმა გვითხრა, ობიექტმა დარღვევა გამოასწორა და ახლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.