2025-12-02 11:08:25
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეთაში ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, რა დროსაც კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ჯგუფები იყვნენ მობილიზებულნი.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ გამოძიება188 მუხლით არის დაწყებული.