ჰაერი კვლავ დაბინძურებულია

2025-11-28 10:46:53

საქართველოს ექვს ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა კვლავ შეინიშნება.
მათივე ცნობით, „აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით“.
ამ დროისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი თბილისში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებას აჩვენებს.