რუსთავში 40 წლამდე კაცი დააკავეს

2025-11-27 17:47:47

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მშვიდობის ქუჩაზე შემოწმების მიზნით სამართალდამცავებმა შეაჩერეს 40 წლამდე კაცი. 

შემოწმების დროს, კაცს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა, რის გამოც პოლიციამ ის დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.