რამდენი ლარით დაჯარიმდებით რუსთავში არასწორი პარკირებისთვის

2025-11-27 17:39:13

რუსთავში ავტომობილების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

მომატებული ავტომობილების რაოდენობა კი ქალაქში პრობლემებს ქმნის. მძღოლების ნაწილი ავტომობილებს რიგ შემთხვევებში ისეთ ადგილებში აპარკინგებენ, სადაც პარკირება აკრძალულია.

კანონის თანახმად, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარით ჯარიმდება.

ასევე, პოლიციას აქვს უფლება, რომ თუ მითითების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების მეპატრონე მანქანას აღნიშნული ტერიტორიიდან არ გაიყვანს, გამოიძახოს ევაკუატორი და მოხდეს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. შესაბამისად, მძღოლს 10 ლარის გარდა, საჯარიმო სადგომზე განთავსებისთვის დღიური თანხის გადახდაც მოუწევს.