რა ვიზუალური ცვლილებები შედის პირადობის მოწმობაში

2025-11-27 16:54:41

პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტის გათვალისწინებით, ვიზუალურად იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.

ცვლილებების მიხედვით, დოკუმენტებს დაემატება მოწმობის წვდომის კოდი, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და ე.წ. QR კოდი, რომლის მეშვეობითაც, პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ.