ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2025-11-26 18:02:01

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.