2025-11-26 17:34:13
„დასახვეწია დაფინანსების სისტემა - წლების განმავლობაში მოქმედი საგრანტო მოდელი“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"გრანტი განისაზღვრება ერთ სტუდენტზე 2 250 ლარის ოდენობით. ეს არის უბრალოდ მოჭრილი დაფინანსება.
უნდა შეფასდეს რეალურად რა მიმართულებით რა მოდელია საჭირო კონკრეტული სპეციალობების მისამართით.
შესაძლოა, ექიმის მომზადება უფრო მეტი თანხა დასჭირდეს, ვიდრე იურისტის, ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი.
ასე რომ, საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც მარტივად, ერთ სტუდენტზეა გათვლილი, უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.