რუსთავის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

2025-11-25 16:51:36

რუსთავის საკრებულომ, 2021 წლის შემდეგ პირველად, მომავალი წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

2026 წლის ბიუჯეტი 172 000 000 მილიონი ლარით განისაზღვრა და მას მხარი "ქართული ოცნების" 21-მა და "კონსერვატორები საქართველოსთვის" 1-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თავი შეიკავეს "გირჩისა" და "ლელოს" წარმომადგენლებმა.

საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად.

ლაცაბიძემ 2026 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.