ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2025-11-23 16:21:51

ზუგდიდის რაიონ სოფელ ორულუში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლს გაუჩნდა და ხანძრიდან მამაკაცის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.