2025-11-20 12:03:25
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის ფესტივალი თავისუფალი თეატრის სპექტაკლით, "მშვიდობ თემურით" დაიხურა.
სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ გეწაძეა.
ფესტივალის გამარჯვებული "მშვიდობით თემურ"-ში მღვდლის როლის შემსრულებელი კახა მიქეაშვილი გახდა, რომელსაც ზურა ბერკაშვილის სახელობის ფულადი პრიზი გადაეცა.
"გამიხარდებოდა სხვასაც რომ აეღო ჯილდო, იმიტომ რომ რამდენიმე ჩემი მეგობარი იყო დასახელებული. ცხადია, ეს რეჟისორის და მთელი სპექტაკლის ჯილდოა და მადლობელი ვარ ვინც შემაფასა. მადლობა ყველას და ამ ფესტივალს ვუსურვებ დიდხანს არსებობა",- განაცხადა კახა მიქეაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის დრამატულმა თეატრმა კომედიის ფესტივალს მეხუთედ უმასპინძლა და სხვადასხვა ქალაქის თეატრები იღებდა მონაწილეობას.