ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

2025-11-18 13:07:17

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.