2025-11-18 11:27:43
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები ისევ იზრდება.
ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. უფრო კონკრეტულად, მითითებულია, რომ 1-ელი იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ:
პოლიციელებს, ჯარისკაცებს, საჯარო სკოლების მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს და პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.
თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად 2026 წელს გამოყოფილია 3,5 მლრდ ლარზე მეტი, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445,0 მლნ ლარი.