რა არის PM2.5 და PM10 დამაბინძურებლები, რომლებიც რუსთავის ჰაერში საგანგაშო ნიშნულზეა

2025-11-16 21:30:56

6 ნოემბრიდან მოყოლებული მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით რუსთავში, ატმოსფერულ ჰაერში PM2.5 და PM10 დამაბინძურებლების რაოდენობა საგანგაშო ნიშნულამდეა მომატებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიზეზი ტრანსნაციონალური დაბინძურებაა.

AIR.GOV.GE-ის მონაცემებით რუსთავში ყოველდღე ან ძალიან ცუდი ან ცუდი ჰაერია.

ამ სტატიაში გიყვებით რა არის PM2.5 და PM10, და რა საფრთხეს შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

PM- არის უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკები, (Particulate Matter – PM). ზომის მიხედვით, მყარი ნაწილაკების რამდენიმე ტიპი არსებობს, თუმცა, საქართველოში არსებული ფონური ავტომატური სტაციონარული სადგურები ზომავს PM2.5-სა და PM10-ს.

PM10 – ეს არის ჩასუნთქვადი ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი 10 მიკრონი (იგივე მიკრომეტრი) ან უფრო ნაკლებია. მათ შეუძლიათ შეაღწიონ და ღრმად ჩარჩნენ ფილტვებში.

საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50 მკგ/მ3-ია.  16 ნოემბერს ბათუმის ქუჩის N19-ში დამონტაჟებულმა სადგურმა დააფიქსირა, რომ რუსთავის ჰაერში PM10-ის შემცველობა 115.47 მკგ/მ3 იყო, რაც დასაშვებ ნორმაზე 2,3-ჯერ მეტია, ხოლო მეგობრობის ქუჩაზე არსებული სადგურიდან მიღებული მონაცემებით ჰაერში PM10-ის შემცველობა 111.13 მკგ/მ3, ნორმაზე 2,2-ჯერ მეტი.

PM2.5 – აღნიშნული ნაწილაკები კიდევ უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან ის კიდევ უფრო მცირე ზომისაა და შეუძლია გასცდეს ფილტვის ბარიერს და მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და გამოიწვიოს გულის სერიოზული დაავადებები.

PM2.5-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა 25 მკგ/მ3-ია. 16 ნოებრერს ჩვენს ქალაქში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემებით ჰაერში MP2.5-ის შემადგენლობა დაშვებულ ნორმაზე 2,6-ჯერ და 2,8-ჯერ მეტი იყო.

რა ზიანი მოაქვს PM10 და PM2.5 დამაბინძურებლებს ჯანმრთელობისთვის: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები