2025-11-16 19:25:01
ქვემო ქართლში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის, 24news.ge-ის ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში, ბოლნისი-მარნეულის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯაცა, რის შედეგადაც შუა ხნის ქალი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.