რუსთავში, ფალიაშვლზე ლუწი ნომრების მხარეს საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

2025-11-16 18:44:49

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ლუწი ნომრების მხარეს 1 კვირით საავტომობილო მოძრაობა იზღუდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. 

“რუსთავში ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპირის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 17 ნოემბრის დილიდან ფალიაშვილის ქუჩის ლუწი ნომრების მხარეს (თბილისის ქუჩიდან მეგობრობის გამზირამდე) ერთი კვირით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. რუსთავის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.