2025-11-13 12:05:33
რუსთაველებს ყოველდღე, განსაკუთრების ღამის საათებში, უსიამოვნო სუნის ატანა უწევთ.
მოქალაქეები პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ, ასევე არაერთმა რუსთაველმა თემის გაშუქების მიზნით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავსაც" მიმართა.
ჩვენ დავუკავშირდით გარემოსდაცვით ზედამხედველობას, სადაც გვითხრეს, რომ სუნის წყარონ რუსთავის სასაფლაობთან, სოფელ აღთაკლიაში, შპს "სანიტარის" კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელია.
12 ნოემბერს გამთენიისას გადამოწმების მიზნით "ინფო რუსთავის" გუნდი იმყოფებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და ,სუნი რომელიც რუსთავში ყოველდღეა, ძალიან მძაფრად იგრძნობოდა.
ჩვენ დავუკავშირდით და ვესაუბრეთ კომპანია "სანიტარსის" გენერალურ მენეჯერს, დავით ჭიას, რომელმაც გვითხრა, რომ ნაგავსაყრელი დაკეტილია და იქ ახალი ნარჩენების შეტანა არ ხდება. სუნი კი შესაძლოა, ზაფხულში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ნაგავსაყრელის სიღრმეში დარჩენილი კერებიდან მოდიოდეს.
"მაგ ტერიტორიაზე ზაფხულში იყო ხანძარი, მაშინ მოვახერხეთ ხანძრის ლიკვიდირება. სამაშველო სამსახური ვერ დაგვეხმარა და ისევ ჩვენი რესურსებით, მაქსიმალურად რაც შევძელით მოვახდინეთ ლიკვიდირება. ახლა ნაგავსაყრელი დაკეტილია, არაფერი არ შედის შიგნით, ყოველდღე ძალიან ბევრ ტონა წყალს ვასხავთ ძველ კერებზე, სადაც შეიძლება, რომ ახლიდან წარმოიშვას ხანძარი. სუნს სავარაუდოდ ხანძრის ძველი გამონაბოლქვი იწვევს. ამ ადგილას ჩვენ არაფერს არ ვწვათ. მას შემდეგ, რაც ხანძარი იყო, ტერიტორიაზე ნარჩენი აღარ შესულა",- გვითხრა დავით ჭაიამ.