2025-11-13 12:04:32
რუსთავის ქუჩების საახალწლოდ მორთვა აქტიურად მიმდინარეობს.
დეკორაციების მონტაჟი ააიპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყეს და განათებების ნაწილი დამონტაჟებულია მარჯვე და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე, გონაშვილის სკვერში, მონტაჟი მიმდინარეობს მეგობრობისა და მესხიშვილის ქუჩებზე.
საახალწლო განათებები გაკეთდება შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე.
"ინფო რუსთავი" აზუსტებს კიდევ რომელი ქუჩების მორთვა იგეგმება ქალაქის მასშტაბით წინასაახალწლოდ.