რამდენიმე დღეა რუსთავში ძალიან დაბინძურებულია ჰაერია

2025-11-12 13:54:30

ბოლო რამდენიმე დღეა რუსთავში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია.

ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები. 

ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 12 ნოემბერს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 53.55 მკგ/მ3 , PM10-მაჩვენებელი 115.53 კგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე  PM2. 5-ის მაჩვენებელი 52.78 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 110.85 მკგ/მ3.

პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურება გამოწვეულია: “06 ნოემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით”.