2025-11-11 17:03:50
რუსთავში მე-20 მიკრორაიონი N13 მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კორპუსის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, დაზიანებულია საკანალიზაციო მილი. მილიდან ფეკალური მასები ამოდის, შედეგად კი ეზო და სარდაფები იტბორება.
"დაზიანებულია საკანალიზაციო მილები. 5 დღეა იტბორება სარდაფებიც. ყველგან დავრეკეთ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს",- ამბობენ ადგილობრივები.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპი რუსთავსაც", სადაც გვითხრეს, დაზიანებულია არა კანალიზაციის არამედ სასმელი წლის მილი, რის გამოც არის ფარული ჟონვა. სარდაფში არის ჩაშვებული გამწოვი რითაც ხდება დაშრობა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მათი თანამშრომლები ადგილზე უკვე მუშაობენ.