2025-11-11 13:30:22
მარნეულის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივი მედიის aktual.ge-ის ინფორმაციით, ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.