თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

2025-11-11 11:07:21

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულებმა 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ 2000 ქართული აქციზური მარკა გაასაღეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, 1 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გაასაღეს 2 000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას”- აცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.