ევროკავშირის საზღვრებზე მიგრაციის წესები იცვლება

2025-11-10 14:54:15

 

სიახლე ეხება ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირში ვიზის გარეშე მოგზაურობენ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მესაზღვრის ნაცვლად, მონაცემებს შეამოწმებს ელექტრონული მოწყობილობა.

ბიომეტრიული შემოწმების წესები ეტაპობრივად ინერგება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო სასაზღვრო პუნქტებში.

ბიომეტრიული სისტემა ინფორმაციას შეინახავს მოგზაურობის ვადების ან სხვა დარღვევის შესახებაც. ციფრულად შეგროვებული მონაცემები პროგრამაში სამი წლის განმავლობაში დარჩება, რომელთა გამოყენებასაც შეძლებენ სავიზო და იმიგრაციის უწყებები, ასევე - ადგილობრივი პოლიცია და "ევროპოლი".

მას შემდეგ, რაც EES-ი სრულად ამუშავდება, ამოქმედდება ETIAS-იც - ანუ ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, რაც გულისხმობს მოგზაურობამდე ETIAS-ის ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციას, მონაცემების დამუშავების შემდეგ კი - მგზავრობის უფლებას.

ETIAS-ის შევსება ფასიანია და მისი ღირებულება 7-დან 20 ევრომდე იქნება. თუმცა ეს 3-წლიანი მოსაკრებლის თანხაა. მგზავრობის უფლებას კი სისტემა უკან დააბრუნებს არაუგვიანეს 72 საათისა.