ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა

2025-11-09 17:29:00

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.