2025-11-09 17:18:45
რუსთაველმა მებრძოლებმა სომხეთში გამართულ MMA-ის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
24 წლის ხვიჩა ნათენაძემ 55 კგ წონით კატეგორიაში სომეხი მეტოქე დაამარცხა და ქამართან ერთად ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.
ჩემპიონი გახდა ხვიჩა ნათენაძის გაწვრთნილი 19 წლის ლუკა ლოლაშვილიც. ლუკა 70 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მანაც სომეხი მეტოქე დაამარცხა.