შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

2025-11-09 14:46:09

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

ელექტრონული ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია, როგორც მომსახურების სააგენტოს ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციის საშუალებით.