2025-11-07 16:28:25
ფიქსირდება თუ არა რუსთავში მუნის შემთხვევები.
მშობლების დიდ ნაწილს აინტერესებ, ფიქსირდება თუ არა მუნი საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გაუშვან თუ არა ბავშვები სკოლებსა და ბაღებში - სწორედ მსგავსი კითხვებით მომართავენ ისინი "ინფო რუსთავს".
"ინფო რუსთავმა" აღნიშნული თემა უკვე გააშუქა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მივუბრუნდით საკითს.
სააგენტო "რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის" ხელმძღვანელს, თამარ ხეჩიკაშვილს დაუკავშირდა, მან დაზუსტებული ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავა, მისი თქმით, მშობლებმა ინფორმაცია კონკრეტული სკოლის დირექტორებისგან უნდა შეიტყონ.
"ინტერესის შემთხვევაში, მშობელი უნდა დაუკავშირდეს სკოლის დირექტორს და ის მიაწვდის ინფორმაციას" - თამარ ხეჩიკაშვილი.
რაც შეეხება რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებს. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მუნის, არცერთი, ოფიციალური შემთხვევა არ ფიქსირდება.
"ინფო რუსთავი" თემასთან დაკავშირებით, ესაუბრა რუსთავის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერის დირექტოტორს, გოჩა ტაბატაძეს , მისი თქმით, რუსთავში მუნის შემთხვევები ფიქსირდება, მათ შორის არასრულწლოვებშიც, თუმცა მისივე განმარტებით შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო არ არის.
თუ თქვენთვის ცნობილია, ბაღებსა და სკოლებში, მუნის შემთხვევის კონკრეტული ფაქტები, მოგვწერეთ "ინფო რუსთავის" გვერდზე.