2025-11-07 15:04:40
რუსთავში, კოსტავას გამზირზე, წმინდა გიორგის ხატი ჩამოიშალა. [video]
ადგილობრივების ინფორმაციით, ხატი პირველად 5-6 თვის წინ დაზიანდა, ახლა კი მისი დიდი ნაწილი სრულად ჩამოინგრა.
რესპოდენტი "ინფო რუსთავთან" საუბარში განმარტავს, რომ დაზიანების შემდეგ, ხატის მიმდებარე ტერიტორია ლენტით იყო შემოსაზღვრული. მათ ეგონათ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები, წმინდა გიორგის გამოსახულებას აღადგენდნენ, თუმცა ხატის შეკეთება, ამ დრომდე არ მომხდარა.
წმინდა გიორგის ხატი, რუსთავში, კოსტავას გამზირზე, დაახლოებით 25 წელია რაც განთავსებულია. ის მერაბ ტყეშელაშვილის მერობის დროს პატრიარქის კურთხევით განთავსდა.