2025-11-07 15:01:09
თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
დაღუპული მოტოციკლის მძღოლია.
ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.