კაცმა ცხედარი საკუთარ ეზიში დამარხა - შემთხვევა დმანისშიი

2025-11-07 13:34:36

საქართველოს პროკურატურამ დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ქალაქ დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო. მიღებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა მოკლულის ცხედარი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

დაზარალებულის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი 2025 წლის 5 ნოემბერს გახდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.