საქართველოში გერმანიის მოქალაქე დააკავეს

2025-11-06 18:53:20

საქართველოში თაღლითობის ბრალდებით გერმანიის მოქალაქე დააკავეს.

საქართველოდან მართული ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თაღლითური ქსელის ერთერთი მონაწილე, გერმანიის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულს გერმანიაში ექსტრადიციისთვის ამზადებენ. 

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მოქალაქეების მოსატყუებლად, თბილისში მოქმედი კომპანია AK Group ყალბ საინვესტიციო სქემებს იყენებდა.

2022 წლის მაისიდან მოყოლებული, AK Group-მა, მსოფლიოს მასშტაბით 6100-ზე მეტი ადამიანისგან 35 მილიონ დოლარზე მეტი უკანონო მოგება მიიღო

თბილისის ოფისიდან, აღნიშნულ თაღლითურ სქემაში დაახლოებით 85 ადამიანი იყო დასაქმებული. ისინი თავს როგორც ფინანსური ბროკერები და საინვესტიციო მრჩევლები ასაღებდნენ. ჯგუფი იყენებდა ყალბ სავაჭრო პლატფორმებს და აგრესიულ გაყიდვების ტაქტიკებს. მოტყუებით ხდებოდა დაზარალებულების დარწმუნება და თანხის მოტყუებით მიღება. 

აღსანიშნავია რომ ეჭვმიტანილი რამდენიმე ფსევდონიმით მოქმედებდა, ატყუებდა მსხვერპლს და ფულის აღების შემდეგ, დასცინოდა მათ.

საქართველოს პროკურატურა დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.გერმანელმა პროკურორებმა დაადასტურეს, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა კვლავ აქტიურია. ეჭვმიტანილის გადაცემის შემდეგ მას ბავარიის სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს. 

დაკავებულს ზარალის ანაზღაურება და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს