რუსთავში ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა [photo]

2025-11-04 17:41:05

რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი თოდრიას ქუჩაზე განათების ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და მაშველები.

პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირის დადგენას ცდილობს