2025-11-04 12:47:41
მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის რუსთავშიც ბოლო პერიოდში მუნის შემთხვევებმა იმატა.
რა არის მუნი და როგორ ხდება ადამიანის ინფიცირება?
მუნი, ასევე ცნობილი, როგორც ბღერი, არის ქავილის მომგვრელი გამონაყარი კანზე, რომელსაც იწვევს ტკიპა — Sarcoptes scabiei. ადამიანს ძლიერი ქავილი უჩნდება იმ ადგილებში, სადაც ტკიპა კანში შედის. ღამით ქავილის სურვილი განსაკუთრებით ძლიერდება.
მუნი გადამდებია და შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ახლო ფიზიკური კონტაქტის გზით.
რადგან ინფექცია მარტივად ვრცელდება, ექიმები ხშირად ურჩევენ მკურნალობას როგორც ინფიცირებულს, ისე მასთან ახლო კონტაქტის მქონე ადამიანებს.
რუსთაველი დერმატოლოგი ზაზა ბზუკაშვილი მუნით დაავადებულებს ურჩევს რომ მოახდინონ თვითიზოლაცია, რათა დაავადების გავრცელებას არ შეუწყონ ხელი.
ექიმი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრის დროს მოქალაქეებს ურჩევს, რომ თუკი ოჯახში მუნით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდება, მოხდეს ყველაფრის, რასთან შეხებაც პაციენტს ჰქონდა, თერმული დამუშავება.
რაც შეეხება მკურნალობას, ზაზა ბზუკაშვილი ამბობს, რომ არის დაავადებები, რომელიც ძალიან ჰგავს მუნს და არასოწრი მკურნალობის თავიდან ასარიდებლად პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც კონსულტაციის შედეგად დანიშნავ პაციენტზე მორგებულ სწორდ მკურნალობას.