2025-11-03 21:39:49
    
		
		
			მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივი მედიის, 24news-ის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშანთან "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი მოზარდს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც საინფორაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.