2025-11-03 13:27:10
    
		
		
			ავღანეთში მომხდარი 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 320-მდე კი დაშავდა.
ინფორმაციას Aljazeera-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შარფატ ზამანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 20-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 320-ს აღწევს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამაშველო ჯგუფები ყველაზე დაზარალებული პროვინციების - ბალხისა და სამანგანის - შორეულ სოფლებში ჩადიან.