2025-11-01 19:07:54
ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მკვლელობა 29 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში მოხდა.
კაცმა ყოფილ ცოლსა მის მეგობარ მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლა.
47 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 41 წლის ქალი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
43 წლის ზურაბ ზურაშვილის საქმე მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ განიხილა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.