2025-10-30 14:50:56
რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარე, მოადგილეები, კომისიებისა და ფრაქციის თავჯდომარეები აირჩიეს.
სხდომას 25 წევრიდან 24 ესწრებოდა, აქედან 21 "ქართული ოცნების" წევრია ხოლო, 1 "გირჩის", 1 "ლელოს" და 1 "კონსერვატორების" წარმომადგენელია. დარბაზში არ იმყოფებოდა პარტია "გახარია სააქარელოსთვის" წარმომადგენელი.
ცესკოს რუსთავის ოლქის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის მოხსენების შემდეგ, სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა, ლია ჯღარკავამ გახსნა. თავდაპირველად არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
საკრებულოს შიდა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს "ქართული ოცნების" წევრებმა და "გირჩის" წარმომადგენელმა.
არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო "ლელოსა" და "კონსერვატორების" წარმომადგენლებმა, მათ თავი შეიკავეს.
არჩევნებში მონაწილე 22 წევრიდან ერთხმად აირჩიეს: თავმჯდომარედ - მამუკა რეხვიაშვილი, მის პირველ მოადგილედ - მარიამ ლიპარტელიანი და მოადგილედ - მიხეილ მუზაშვილი.
საკრებულოზე ასევე დაამტკიცეს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები.